ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზთან ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა, ჯოჰარ ცარნაევმა მასაჩუსეტის ფედერალური სასამართლოს მოსმენაზე მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი უარყო.
მას შემდეგ რაც პროკურორმა, უილიმ უაინდერმა, ერთმანეთის მიყოლებით ჩამოთვალა 30 ბრალი, რომლის მიხედვითაც ცარნავეს სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება, ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
სასამართლო სხდომა 30 წუთი გარძელდა. ცარნაევს მისი სიტყვის შემდეგ ხელზე ბორკილები დაადეს და დარბაზიდან გაიყვანეს. ამასობაში მან მოასწრო დაბაზში მყოფი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ჰაეროვანი კოცნა გაეგზავნა, - წერს აშშ-ის მედია.
დაბრაზში ასევე იმყოფებოდა ბოსტონის მარათონის ტერაქტის დროს დაზარალებული 30 პირი. მოსამართლემ მათ შესთავაზა თუ სურვილი ქონდათ წარმოეთქვათ სიტყვა, თუმცა დარბაზში მყოფმა არც ერთმა პირმა ამ უფლებით არ ისარგებლა.
შეგახსნებთ, რომ ტამერლან ცარნაევი და მისი ძმა ბოსტონში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად ითვლებიან, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა.
ტამერლან ცარნავეი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული დაკავების ოპერაცისას დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები