"თიბისი ბანკი" "საერთაშოროსი გამჭირვალობა - საქართველოს" კვლევის შედეგებს ეხმიანება, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
„სანაპიროს ქ. #2-ში მდებარე იუსტიციის სახლში 2012 წელს თიბისი ბანკმა შეიძინა 359 კვ. მეტრი ფართი, 1.651 მილიონ აშშ დოლარად.
კერძოდ, თიბისი ბანკსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2012 წლის 28 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თიბისი ბანკმა 6 აპრილს სამოქალაქო რეესტრის ანგარიშზე გადარიცხა აღნიშნული ფართის ღირებულება - 1.651 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რამაც გადახდის დღისათვის შეადგინა 2 710 664,34 ლარი (2 მილიონ 710 ათას 664 ლარი და 34 თეთრი)", - ნათქვამია "თიბისი ბანკის" საპასუხო განცხადებაში.