10 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 18 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.150 პროცენტით, მაქსიმალური 5.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.220 პროცენტით განისაზღვრა.