მამუკა მიქაუტაძის ცხედარს, შესაძლოა, შინაგანი ექსპერტიზა აღარ ჩაუტარდეს. როგორც ჟურნალისტებთან მიქაუტაძის მეუღლემ ლიზი ეძგვერაძემ განაცხადა, ის უფრო დეტალური ექსპერტიზის საჭიროებას ვეღარ ხედავს.
მიქაუტაძის მეუღლის თქმით, გარდაცვლილს სხეულზე თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მიყენებული ძალადობის კვალი აღენიშნება, შესაბამისად მიქაუტაძის ოჯახი სრულ ექსპერტიზას იმ შემთხვევაში მოითხოვს, თუ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთება.
,,ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ მაქვს ჩაუტარებ თუ არ შინაგან ექსპერტიზას, რადგან საკმაო პასუხები მოგვცა გარეგანმა დათვალიერებამაც, რომ იყო ძალადობა", _განაცხადა ლიზი ეძგვერაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტძეს დამოუკიდებელი ექსპერტიზია ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის ინიციატივით უკვე ჩაუტარდა. საიას თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განმარტებით, ქსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილს ცხვირის ნესტოს მიდამოში დაზიანება, ტერფებზე კი მოლურჯო-მოიისფერო ლაქები აღენიშნება.
"ამ საქმეში ჩართული იყო დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელი ობიექტური მიდგომებით გამოირჩეოდა, ჩვენ გვსურდა სიმართლის გარკვევა. ეს დასკვნა გვამის გარეგან დათვალიერებას ეფუძნება და მასში წერია, რომ ცხვირის ნესტოს მიდამოში აღენიშნება დაზიანება, ტერფებზე კი მოლურჯო-მოიისფერო ლაქები. ეს სისხლნაჟღენთია თუ გვამური ლაქა, ამის მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით თქმა შეუძლებელია. გარდაცვალების მიზეზს ეს დასკვნა ვერ დაადგენს. ასევე დასკვნაში დადასტურებულად წერია, რომ დაზიანებები ცხვირის ნესტოს არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. დაზიანების მიყენების დრო მიქაუტაძის დაკითხვაზე ყოფნის პერიოდს ემთხვევა, რაც ამყარებს იმ ეჭვს, რომ როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მასზე ფიზიკური ზეწოლა მოხდა", - განაცხადა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები