დღეს, 10 ივლისს, 9:30 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ფინანსთა სამინისტროში (გორგასლის #16) ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატის PIFC-ის განყოფილების უფროსს, რობერტ ხილისეს შეხვდება.
ხოლო 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში", საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით და პარტნიორი ორგანიზაციების (GIZ, OECD/SIGMA, EU Support Program) მხარდაჭერით, გაიხსნება ორდღიანი კონფერენცია თემაზე "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი: გზამკვლევი მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისკენ".
კონფერენციას გახსნიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მარტინ ჰომოლა.