9-10 ივლისს, "საქპატენტის" დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით მიწვეულია ქალაქ მინსკში. დელეგაცია გამართავს შეხვედრებს ბელარუსის ,,მაღალიტექნოლოგიების პარკის" გენერალურ დირექტორთან. შეხვედრებზე განხილული იქნება ბელარუსის წარმატებული გამოცდილება „მაღალიტექნოლოგიების პარკის" დაარსებისა და ფუნქციონირების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ბელარუსის „ტექნოპარკი" არის ბელარუსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და ამ პარკში დამზადებული IT პროდუქციის დაახლოებით 80% ექსპორტზე გადის ევროპის უმსხვილეს IT კომპანიებში. შესაბამისად, ბელარუსის გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში უმნიშვნელოვანესია მომავალში საქართველოში ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობისა და IT სფეროს განვითარებისათვის.