სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების დაცვისათვის სპეციალურად შექმნილი სპეცდანაყოფი წვრთნას შეუდგა.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების დანაყოფის ძალები ყაბარდო-ბალყარეთის მთიან პოლიგონზე იწვრთნებიან.
წვრთნის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძნელად მისადგომ, მთიან ადგილებში საბრძოლო ამოცანების შესრულებას და უახლესი ალპინისტური აღჭურვილობის ათვისებას.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების დანაყოფის დაარსების შესახებ განცხადება მიმდინარე წლის მარტში გაკეთდა.
ამ ძალების ძირითადი ამოცანა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. სპეციალური ოპერაციების დანაყოფში შესულია, როგორც ქვეითთა ასევე საჰაერო და საზღვარო სამხედრო შემადგენელი ნაწილი.