საქართველო არ არის მზად კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილებები ეძებოს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაცია არ არის მზად ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილებები ეძებოს ჟენევის მოლაპარაკებების უმთავრეს საკითხებზე", _ განაცხადა ლუკაშევიჩმა და აღნიშნა, რომ საუბარი მოლაპარაკებების შეწყვეტაზე „არ მიდის".