სს „თელასში" კომპანიის აქციონერთა საერთო კრება ჩატარდა, რომელზეც 5 საკითხი განიხილეს.
აქციონერთა კრებამ კომპანიის 2012 წლის მუშაობის შედეგების მიხედვით საზოგადოების წლიური ანგარიში დაამტკიცა. კომპანია „თელასის" წმინდა მოგებამ 2012 წელს 24 მილიონი 958 ათასი ლარი შეადგინა.
აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით 2012 წლის შედეგების მიხედვით დივიდენდები არ გაიცემა.
აქციონერებმა კომპანიის 2012 წლის ფინანსური ანგარიში დაამტკიცეს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩიეს. სს „თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: პაველ ოკლეი, დიმიტრი პალუნინი, ალექსანდრე პახომოვი, დიმიტრი ვოლკოვი, თემურ ჭინჭარაული და ირინა მილორავა.
სს „თელასის" 2013 წელს აუდიტის განმახორციებელ ორგანიზაციად კომპანია "Ernst&Young" დამტკიცდა.
აქციონერთა საერთო კრებაზე აღინიშნა, რომ 2013 წელი კომპანიის საქმიანობის ყველა ტრადიციული მიმართულების შემდგომი განვითარების წელი იქნება. მენეჯმენტის მუშაობა იქნება მიმართული „თელასის" საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებასა და კომპანიის კაპიტალიზაციის გაზრდაზე.