სუპერმარკეტი „სმარტი" ერთგული მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და დღეიდან რუსთაველის გამზირზე, აღმაშენებლის ხეივანზე, კახეთის გზატკეცილზე, ზუგდიდსა და გუდაურში მდებარე „სმარტში" ყველას, ვინც უგემრიელეს იტალიურ აპარატის ყავას „ტრუჩილოს" დააგემოვნებს საჩუქრად მიიღებს „ბაულის" იტალიურ კრუასანს. იტალიური „ტრუჩილოს" „ამერიკანო", „კაპუჩინო", „ლატე", „ესპრესო" მხოლოდ 2 ლარი ღირს და მომხმარებელს შეუძლია ის თან წაიღოს მოსახერხებელ შეფუთვაში. ყავა „ტრუჩილო" „სმარტის" ექსკლუზიური პროდუქტია.
"სუპერმარკეტი „სმარტი" ყოველთვის ცდილობს ერთგული მომხმარებელი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და წამახალისებელი აქციებით გაანებივროს. აქციის ფარგლებში, მომხმარებელი უგემრიელეს იტალიურ „ტრუჩილოს" ყავასთან ერთად, იტალიურ კრუასანს მიიღებს საჩუქრად და ახალი ენერგიით აივსებს დღეს. „ტრუჩილოს" „კაპუჩინო" და „ლატე" ნატურალური რძით მზადდება და რაც ყველაზე მთავარია „ტრუჩილოს" ყველა ტიპის აპარატის ყავა მხოლოდ „სმარტში" მხოლო 2 ლარად იყიდება", - აცხადებენ „სმარტში".
ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე. უახლოეს მომავალში, „სმარტი" ორ ახალ სუპერმარკეტს გახსნის აჭარაში. ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მდებარე სუპერმარკეტ „სმარტში" ამჟამად საზაფხუო აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში 1 აგვისტომდე მომხმარებლებს 100-მდე დასახელების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტისა და 50-მდე მზა კერძის შეძენა თბილისში ყველაზე დაბალ ფასად შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები