მთავრობამ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობა დაიაწყო. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს დადგენილ ვადაში წარედინება 2014 წლის ბიუჯეტის სრულყოფილი ვარიანტი.
,,ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. მთავრობის სხდომაზე გვქონდა განხილვა და შევთანხმდით, რომ ივლისსა და აგვისტოში დიდი აქტივობით გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას, რათა პარლამენტს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 30 სექტემბრამდე წარედგინოს ბიუჯეტის სრულყოფილი ვარიანტი", _განაცხადა ხადურმა.
მისივე განცადებით 2014 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია თანხები სტიქიური უბედურების ლიკვიდაციისთვის_ 4,8 მილიონი ლარი, ასევე 5 მილიონი ლარი ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, 8 მილიონი ლარი გამოყოფილია გოდერძის უღელტეხილზე სამუშაოების დასასრულებლად.