TAV GEORGIA-სთან უახლოეს მომავალში, ვფიქრობთ, შეთანხმებამდე მივალთ", _განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
TAV GEORGIA-სთან მოლაპარაკებები მიმდინარობს, ჩვენ დავიქირავეთ კომპანია, რომელიც დაგვეხმარა ახალი ხელშეკრულების შედგენაში. შეიძლება ითქვას, რომ წინა ხეშეკრულება აბსოლუტურად არაფრის მთქმელი იყო. სამწუხაროდ, იქ ჩადებული არ იყო ის მექანიზმები, რაც უნდა მართავდეს კომპანიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას. ახალ ხელშეკრულებაში ყველა ეს დეტალი გათვალისწინებულია. TAV GEORGIA-სთან მოლაპარაკებები მიმდინარობს და უახლოეს მომავალში, ვფიქრობთ, შეთანხმებამდე მივალთ", _განაცხადა ჟურნალისტებთან კვირიკაშვილმა.