„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშნებლობა არ შეჩერებულა", _ განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, რომლის მიხედვითაც, შეიძლება თუ არა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის შეჩერება ინტერპრეტირებულ იქნეს როგორც საქართველოს პოზიცია რომელიც გამოხატება რეგიონალური პროექტებთან მიმართებაში, რომლებიც აზერბაიჯანის მიერაა ინიცირებული.
„მსგავსი კითხვა აქვს სააკაშვილსაც, რომელიც რატომღაც ამბობს, რომ გავაჩერეთ, მე პირადად გავაჩერე ეს რკინიგზა და ჩამოვშალე ეკონომიკა.
რა თქმა უნდა არაფერი მსგავსი არ ხდება. ყარსის რკინიგზის მშენებლობას თქვენ როგორც იცით აზერბაიჯანული კომპანიები აკეთებენ.
ჩვენ, ახალი მენეჯმენტის დანიშვნის შემდგომ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ეს პროცესები გააქტიურდა თუ ნახავთ იქ მობილიზებულია და ამდენი ტექნიკა არ ყოფილა არასდროს",_ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს ეს პროცესი გააქტიურებული და დაჩქარებულია.
„პირიქით, გააქტიურებულია და დაჩქარებულია ეს პროცესები. შესაბამისად არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ან შევაჩერეთ ან ამის მსგავსი მცდელობები გვაქვს, რომ რეგიონალური პროექტების განვითარებას ხელი შევუშალოთ.
პირიქით, ძალიან დიდი ყურადღება გვაქვს და ძალიან დიდი სწრაფვა გვაქვს იმისთვის, რომ ეს პროექტები რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს და რაც შეიძლება ბევრი იყოს. მათ რიცხვშია ყარსის რკინიგზაც და იქ მშენებლობის ტემპები, მე რაც მაქვს ბოლოს ინფორმაციიდან გაცილებით დაჩქარდება", _ განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.