დღეს, 2 ივლისს, 18:00 საათზე, ვისოლის სპორტ კომპლექს „ავაზაზე" სპორტულ მედიასა და გულშემატკივართა გუნდებს შორის საფეხბურთო ტურნირის „Geosports.ge-ს თასის" ფინალური შეხვედრა გაიმართება, რითაც ტურნირში მონაწილე და მოწვეული ჟურნალისტები სიმბოლურად სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
„ტურნირის ჩატარების მიზანია, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესს, ასევე სპორტული ჟურნალისტების საქმიანობას. ამას გარდა, ტურნირი შესანიშნავი საშუალებაა მათი დამეგობრებისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისათვის. მადლობას ვუხდით ყველა იმ კომპანიას, რომელიც ტურნირის ორგანიზებაში დაგვეხმარა.", - აცხადებს საფეხბურთო ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი მირანდა სურმანიძე,
„Geosports.ge-ს თასის" ნახევარფინალში "აფხაზეთის ხმა" "ქომაგებს" დაუპირისპირდება, ხოლო Allsport.ge "ჯვაროსნებს". ტურნირში მონაწილე გუნდებთა შორის იყვნენ: Geosports.ge-ს, „მსოფლიო სპორტის", Sportall.ge-ს, Allsport.ge-ს, Psoni.ge-ს, „დინამოს" მედია ჯგუფის, „ჯვაროსნების", „ქომაგების", "პრაიმერისა" და "აფხაზეთის ხმის" გუნდები. „Geosports.ge-ს თასი" 29 ივნისიდან ვისოლის სპორტულ კომპლექსზე სოფელ დიღომში მიმდინარეობდა.
„ჩვენთვის უაღრესად სასიამოვნოა ჟურნალისტებთან ერთად ავღნიშნოთ სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე და ვიყოთ სპორტული ჟურნალისტების ტურნირის მასპინძლები. ქართული სპორტის მხარდაჭერა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ვისოლმა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამას გარდა, გვეამაყება, რომ ვისოლის სპორტული კომპლექსები ყოველთვიურად 3000-მდე ბავშვის ჯანმრთელ მომავალზე ზრუნავს", - აცხადებს ვისოლ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, ვისოლმა „ტორპედო ქუთაისზე" მზრუნველობა ითავა და 2010 წლიდან გუნდის განვითარებისათვის ყოვეწლიურად ოთხი მილიონი ლარის ინვესტიცას ახორციელებს
მასალის გამოყენების პირობები