2012 წელს საქართველოს 4 389 256 საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ზრდამ 56% შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარი-მაისის პერიოდის მონაცემებით საქართველოში 1 698 146 უცხოელი იმყოფებოდა (ზრდა - 31%). ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლომდე მათი რიცხვი 5 მილიონს მიაღწევს. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების დიდი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის. წელს ვიზიტორების სიმრავლით თურქეთი (616 864), აზერბაიჯანი (355 809), სომხეთი (353 732) და რუსეთი (184 287) გამოირჩეოდნენ. ეს ტენდენცია წლების განმავლობაში ნარჩუნდება და ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლებებს მიმდინარე სეზონზე ველით რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, აქ მოწინავე პოზიციებს უკრაინა (38 049), ირანი (26 360), ამერიკა (9 044) და გერმანია (8 682) იკავებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების 57% წარმოადგენს ტურისტს (ვიზიტორი, რომელიც ღამეს ათევს საქართველოში). ვიზიტორების 38% საქართველოში შვებულების, დასვენების ან რეკრეაციის მიზნით ჩამოდის, 20% მეგობრების ან ნათესავების მოსანახულებლად, ხოლო 5% ბიზნეს ვიზიტორებს განეკუთვნება. ტურისტულ ადგილებს შორის ყველაზე პოლულარული თბილისია (44%) და მას თითქმის იგივე მაჩვენებლით მოსდევს ბათუმი (43%)
განსხვავებული სიტუაციაა შიდა ვიზიტორების შემთხვევაში, სადაც ტურისტებს (44%) წილობრივად ერთ დღიანი ვიზიტორები (56%) ჭარბობენ. გამგზავრების მიზანს ყველაზე ხშირად მეგობრების ან ნათესავების მონახულება წარმოადგენს (54%), შვებულება, დასვენება და რეკრეაციის წილი 8% , ხოლო ბიზნეს ვიზიტების წილი მხოლოდ 2%-ია.