28 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა.
აკადემიაში ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ცენტრალური აპარატის 35-მა თანამშრომელმა სწავლება გაიარა და კვალიფიკაცია აიმაღლა 3 მიმართულებით: ,,ზოგადი მენეჯმენტი და დროის მართვა", ,,ადამიანური რესურსების მართვა", ,,მარკეტინგი და გაყიდვების ტექნიკა."
„ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ, რათა სამინისტროს სისტემაში მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობდნენ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
სასწავლო პროექტების მიზანია, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა პროფესიული ზრდა, მათთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღება და პროფესიული უნარების განვითარებაა.
ღონისძიებას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი სერგო ნოზაძე და მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი ზურაბ ახალკაციშვილი.