აუდიტის სამსახური წლების განმავლობასი გაუგებარი მიზეზების გამო კოლოსალურ თანხებს გასცემდა ხელფასების სახით, - ამის შესახებ დავით ონოფრიშვილმა დღევანდელ სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუდიტის სამსახურში, ჟურნალისტი ლაშა ხარაზიშვილი წლების განმავლობაში უშტატოდ იყო გაფორმებული, ხოლო ხელფასის სახით ათობით ათასს ლარს იღებდა.
„მე მინდა მოვიყვანო ერთი ასეტი მაგალითი, როგორიც არის ჟურნალისტი ლაშა ხარაზიშვილი, ეს ის ჟურნალისტია, რომელმაც ქვეყანას ახალი ომის დაწყება მოატყუა. ამ ადამიანს აუდიტის სამსახური წლების განმავლობაში უხდიდა ხელფასს არაფრის კეთებაში", - განაცხადა ონოფრიშვილმა.