„კი ბატონო, დიახ, საქართველო ახლა უფრო ახლოს არის ნატოსთან, მაგრამ ბევრი სამუშაო არის ჯერ კიდევ ჩასატარებელი",_ განაცხადა თბილისში მოწყობილ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კითხვაზე პასუხის გაცემისას არის თუ არა საქართველო ახლა უფრო ახლოს არის ნატოსთან?
„მე პირდაპირ გულწრფელად და გულღიად მოგახსენებთ - რომ როცა მე ვუყურებ საქართველოში მიმდინარე განვითარებას, მას შემდეგ რაც პირველად ჩამოვედი საქართველოში რამდენიმე წლის წინ და მაშინ მე ვიყავი დანიის პრემიერ მინისტრი მას შემდეგ, ჩვენ უკვე რეალურად დიდი პროგრესი დავინახეთ", _ განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ საქართველო რეალურად მიუახლოვდა ნატოს.
„ამ პერიოდში საქართველო მართლად რეალურად მიუახლოვდა ნატოს, რადგანაც საქართველომ განახორციელა კონკრეტული რეფორმები. ასევე საქართველო აგრძელებს აუცილებელი რეფორმების განხორციელებას.
საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ მუშაობს და ჩვენ ეს უკვე ავღნიშნეთ და თანამშრომლობით ჩვენ ვიმუშავებთ ერთად და გავატარებთ აუცილებელ რეფორმებს.
კი ბატნო, დიახ საქართველო ახლა უფრო ახლოს არის ნატოსთან, მაგრამ ბევრი სამუშაო არის ჯერ კიდევ ჩასატარებელი", _ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.