საქართველოს ნატოსაკენ სწრაფვა რუსეთს არ სიამოვნებს და არ ესიამოვნება ხვალაც. მაგრამ მთავარია, რომ ეს ქართველ ხალხს სიამოვნებს. განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თბილისში ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენცაზე კითხვაზე პასუხის გაცემისას, რამდენად ესახება მას რუსეთთან ურთიერთობების დალაგება იმ ფონზე, რომ რუსეთისათვის მიუღებელია სამხრეთის საზღვრებზე ნატოს გაფართოება და ჩვენი ნატოსაკენ სწრაფვაც არ არის სასიამოვნო.
„რუსეთს რომ ეს არ სიამოვნებდა არ ესიამოვნება ხვალაც - ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მთავარია, რომ ეს სიამოვნებს ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ მას ვუწევთ ძირითადად ანგარიშს.
ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება ან წინა ხელისუფლების, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი ეს არის ჩვენი სტრატეგია - ევროპა და ევროატლანტიკური სივრც და ჩვენ განუხრელად გავაგრძლებთ სწრაფვას.
ეს არის გადასაწყვეტი ჩვენი ხალხის და ეს არის გადასაწყვეტი ნატოს წევრი ქვეყნების", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ის იმედ იტოვებს, რომ მოხდება რუსეთისათვის შესბამისი განმარტებების გაკეთება იმ მიმართულებით, რომ საქართველოს ნატოს წევრობა მის ინტერესებს არ აზიანებს.
„გასაგებია, რომ ზოგიერთ მეზობელს და მათ რიცხვში რუსეთს შეიძლება ეს არ ესიამოვნოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ შესატყვის განმარტებებს, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არ აზიანიებს რუსეთის ინტერესებს",_ განაცხადა ივანიშვილმა.