პრემიერ-მინისტრი დღეს კომპანია „Asseco Group"-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა. მხარეებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე გაირკვა, პოლონურ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია „Asseco Group"-ს სურვილი აქვს ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში.
„კომპანია „Asseco Group"-ი ერთ-ერთი მსხვილი IT კომპანიაა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, რომელიც მუშაობს პროგრამულ უზრუნველყოფაზე. კომპანია წარმატებით მუშაობს ევროპული ქვეყნებში, ისრაელში, აშშ-ში, იაპონიასა და კანადაში. მათი პროფილი მოიცავს საბანკო და სადაზღვევო სისტემებს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებ