ხვალ, 26 ივნისს, საქართველოს სტატისტიკური სისტემის გლობალური შეფასების მისიის ანგარიის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "საქსტატიდან" აცნობეს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს სტატისტიკური სისტემის გლობალური შეფასების მისიის ანგარიშს გააცნობს. პრეზენტაცია 26 ივნისს 11 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება. .
მასალის გამოყენების პირობები