ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ადგილობრივი საწარმოების დათვალიერებას განაგრძობს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 ივნისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გასვლით შეხვედრებს ლუდსახარ კომპანიებში: „ნატახტარსა" და „ზედაზენში" გეგმავს
11 საათზე - ფინანსთა მინისტრი ეწვევა ლუდსახარშ „ზედაზენს," გაიმართება შეხვედრა კომპანიის ტოპ მენეჯმენტთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან.
მისამართი: მცხეთის რაიონი სოფ. საგურამო, ლუდსახარში „ზედაზენი"
13 საათზე - ფინანსთა მინისტრი მოინახულებს ლუდსახარშ „ნატახტარს," გაეცნობა საწარმოო საშუალებებს, შეხვდება კომპანიის ხელმძღვანელობას.
მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი, ლუდსახარში "ნატახტარი"