ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების რუსეთში რეგისტრაციის პროცესი დაწყებულია. "საქპატენტის" ინფორმაციით, თებერვლიდან "საქპატენტმა" დაიწყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების რუსეთში რეგისტრაციის პროცესი. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქპატენტმა რუსეთში დაიქირავა შესაბამისი წარმომადგენელი (რუსეთის პატენტრწმუნებული), რომელსაც დაევალა საგანაცხადო მასალების მომზადება და რუსეთის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა. აღნიშნულ პროცესში ასევე ჩართულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. 2013 წლის ივნისის მდგომარეობით, სარეგისტრაციო განაცხადები ადგილწარმოშობის დასახელებებზე: „ხვანჭკარა", „მუკუზანი", „ქინძმარაული", „წინანდალი", „ტვიში" და „ახაშენი" უკვე შეტანილია "როსპატენტში".
მასალის გამოყენების პირობები