ავტომობილის ოპტიმალური ფუნქციონირების, სიჩქარისა და მაქსიმალური გაწევის მოყვარულთათვის „რომპეტროლმა" საქართველოს ბაზარზე პრემიუმ კლასის ახალი საწვავი Efix S შემოიტანა.
ახალი პროდუქტის დანერგვასთან დაკავშირებით „რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტი და რუმინეთიდან საგანგებოდ ჩამოსული წარმომადგენელი მიჰაელა დუმიტრუ (Mihaela Dumitru) 25 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" პრესკონფერენციას გამართავენ.
ახალი პრემიუმ კლასის საწვავი - Efix S შეიცავს ავტომობილის გაწევის ძალის დანამატებს და დამცავი საშუალებების ნაზავს, რაც ზრდის მანქანის გაწევის ძალას. Efix S-ის საწვავი უზრუნველყოფს ძრავის ეფექტურობის და წარმადობის მომატებას. Efix S-ით გამართული ავტომობილი ადვილად იქოქება, მოძრაობს სტაბილურად ვიბრაციის გარეშე და ადვილად ემორჩილება მძღოლს მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას.
„Efix S-ს საქართველოში ანალოგი არ აქვს. ეს არის ძალიან კარგი სიახლე სპორტული ტიპის მანქანების მფლობელთათვის, ასევე მათთვის ვინც დიდ ყურადღებას აქცევს ავტომობილის ოპტიმალურ ფუნქციონირებას, სიჩქარესა და მაქსიმალურ გაწევას. ჩვენი მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს Efix-ის საწვავს და დარწმუნებული ვარ, რომ Efix S-იც დიდი პოპულარობით ისარგებლებს," - აცხადებს რომპეტროლის გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.
„პრემიუმ კლასის ორივე სახის საწვავი - Efix და Efix S წმენდს ინჟექტორებს და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას, აშორებს სარქველებიდან ნადებს და უნარჩუნებს სისუფთავეს, უზრუნველყოფს ძრავის დაცვას. ეს ორი საწვავი ერთმანეთისაგან იმით განსხვავდება, რომ Efix ამცირებს საწვავის მოხმარებას, ხოლო Efix S ძრავის მეტ სიმძლავრეს უზრუნველყოფს. რაც შეეხება ახალი საწვავის ფასს, მისი ღირებულება ამ ეტაპზე იქნება იგივე რაც ღირდა პრემიუმ კლასის საწვავი „Euro Super", განმარტავს რომპეტროლის კომერციული დირექტორი თენგიზ ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები