25 ივნისს, თელ-ავივში სასტუმრო "Hilton"-ში საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და ისრაელის ექსპორტისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. ფორუმში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. საქართველოს ენერგო სექტორის შესახებ პრეზენტაცით წარსდგება ასევე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე.
ფორუმში ისრაელის 80-მდე და საქართველოს 25-მდე წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ისრაელის კომპანიები წარმოდგენილნი არიან ისეთი სექტორებიდან როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, წარმოება, უძრავი ქონება, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა. ისინი გაეცნობიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს.
ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს ორმხრივ შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოკვეთას.
მასალის გამოყენების პირობები