საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის და რეკლამირების მიზნით, მიმდინარე წლის 25 ივნისს, მონაწილეობას მიიღებს ისრელში, ქალაქ თელავივში დაგეგმილ ბიზნეს ფორუმში.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი საქართველოსთვის პირველად მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. 2012 წელს განხორციელებულმა მარკეტინგულმა კამპანიამ ხელი შეუწყო ისრაელიდან საქართველოში შემომავალი ტურისტების რაოდენობის 21%- იანი ზრდას.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელს ისრაელიდან შემოვიდა 25 438 ვიზიტორი, 2012 წელს- 30 755, 2013 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით- 3813 ვიზიტორი.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტურისტული ნაკადის ზრდისა და ცნობადობის შენარჩუნების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას ისრაელში მიმდინარე წელსაც განაგრძობს.
ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა თავის ებრაელ კოლეგასა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ასევე იგეგმება შეხვედრა მარკეტინგულ და პიარ კომპანიებთან.
მასალის გამოყენების პირობები