სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 260 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 26 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 105 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11 პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 50 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 3881 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1001 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2880 მლნ. აშშ დოლარს (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-მაისში 1878 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.