2013 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (574 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (508 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (279 მლნ. აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 3881 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1001 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2880 მლნ. აშშ დოლარს (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-მაისში 1878 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.