დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-მაისში 1284 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 3 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 554 მლნ. აშშ დოლარს (22 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 730 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 55 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 31, 47 და 26 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 პროცენტი (2012 წლის იანვარ-მაისში 16 პროცენტი). 2013 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 48 პროცენტით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ „საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 3881 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1001 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2880 მლნ. აშშ დოლარს (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-მაისში 1878 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.