1-ლი სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი იზრდება, აღნიშნულის შესახებ განცხადება, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა. მინისტრის თქმით. „საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილება მთავრობამ უკვე მოიწონა და ის უახლოეს დღეებში განსახილველად და დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.
„აქციზი გაიზრდება და პროდუქციის ღირებულება გაიზრდება თუ არა ეს თავად ბაზარზეა დამოკიდებული. აქციზის გადასახადი 15 თეთრით ფილტრიან სიგარეტზე, ხოლო 5 თეთრით უფილტრო სიგარეტზე გაიზრდება"- განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს წლებში საქართველოში თამბაქოს აქციზი ეტაპობრივად გაძვირდება. მთავრობის სტრატეგიის მიხედვით საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება, ხოლო 4-5 წლის განმავლობაში თამბაქოს აქციზი ეტაპობრივად გაძვირდება.