აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ზღვისპირა პარკში მდებარე 202 კვ.მ შენობა-ნაგებობა კაფე-ბარი N7 ("რვაფეხა") და მასზე დამაგრებული 2053 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს იჯარით გასცემს.
აუქციონის პირობების მიხედვით, სამინისტრო ობიექტს 2 წლიანი იჯარით გასცემს. ელექტრონული აუქციონი 1-ელი ივლისისთვისაა ჩანიშნული და სწორედ 1-ელ ივლისს გაირკვევა, თუ რა მოცულობის საიჯარო თანხის გადახდა მოუწევს მისი ახალ, დროებით მფლობელს. სამინისტროს მხრიდან, „რვაფეხას" საიჯარო ღირებულების წელიწადში საწყის 65 ათას ლარადაა განსაზღვრული.