„საქართველოს ბანკმა" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ჯილდო მიიღო, როგორც EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TFP) მონაწილე, ყველაზე აქტიურმა ბანკმა საქართველოში, 2012 წელს. ხსენებული ჯილდო გადაეცემა EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე ბანკებს, რომლებიც ყველაზე აქტიურ გასცემენ და ამოწმებენ ოპერაციებს. გამარჯვებული ბანკები ფასდებიან გარანტიების გაცემის რაოდენობით.
საქართველოს ბანკი, ვაჭრობის დაფინანსების თვალსაზრისით ბაზრის უპირობო ლიდერია, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, მათ შორის: EBRD-ისთან TFP-ის, IFC-თან GTFP-ის და ADB-სთან TFP-ის პროგრამების კუთხით. ხსენებული თანამშრომლობა ბანკს აძლევს დამატებით შესაძლებლობას შესთავაზოს მომხმარებელს უნიკალური ინდივიდუალური პროდუქტები ვაჭრობის დაფინანსებისთვის.