დღეს, 12 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 329-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 24 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.530 პროცენტით, მაქსიმალური 5.780 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.593 პროცენტით განისაზღვრა.