საქართველოს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები რეფორმების გატარებისთვის, თუ საქართველოს მთავრობა ქვეყნის შენების გაგრძელებას შეძლებს, აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სსფ-მ საქართველოში ვიზიტის შემდგომ გამოაქვეყნა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები შემდგომი რეფორმების გატარების და საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. თუ მთავრობა, დაგეგმილისამებრ, შეძლებს ქვეყნის მიღწევების გამოყენებას და ქვეყნის შენების გაგრძელებას - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას, საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მეტ გამჭვირვალობას, ადამიანის თავისუფლების კონტექსტში ძირითადი უფლებების დაცვას, სიღარიბესთან და უთანასწორობასთან ბრძოლასა და სავაჭრო ხელშეკრულებების დადებას უმსხვილეს პარტნიორებთან.
„ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას, პოტენციური სარგებელი საშუალო ვადიან პერიოდში უდაოდ დიდი ექნება. თუმცა, ამ გზაზე ბევრი გამოწვევაა"- ნათქვამია სსფს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები