საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპაში უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელის „კარფურის" დირექტორს ჟან ივ ჟენიეს და კომპანიის ფინანსურ დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრა, რომელიც კომპანიის თხოვნით შედგა, გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრაზე ისაუბრეს კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, კომპანიის საქმიანობაზე საქართველოში, ბაზარზე დღეს არსებულ მდგომარეობაზე, ადმინისტრირების საკითხებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე.