„გუდვილი" ქართული პროდუქტების რეალიზაციების სტიმულირებისთვის ფასდაკლების აქციებს იწყებს. 8-9 ივნისს, ნატახტარის საუკეთესო ხარისხის ქართული კიტრი, პომიდორი და სანებოს ქარხნული ყველი თბილისის სუპერმარკეტებში საუკეთესო ფასად გაიყიდება. აქცია პერმანენტულად გაგრძელდება და ყოველი კვირის პარასკევსა და შაბათ-კვირას ქართული პროდუქტის, რამდენიმე სახეობაზე, მონაცვლებით იმოქმედებს.
სეზონურობიდან გამომდინარე, ზაფხულის თვეებში ძირითადი აქცენტი ქართულ ხილ-ბოსტნეულზე გაკეთდება.
„ქართული წარმოების განვითარების მხარდაჭერა და ქართველი ფერმერების სტიმულირება გუდვილის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გახსნის დღიდან გუდვილი აქტიურად ეხმარება მეწარმეებს მათი პროდუქტის რეალიზაციაში. ვფიქრობთ, ჩვენი აქციები მათთვის უმიშვნელოვანესი სტიმულია და მომავალშიც არაერთი საინტერესო კამპანიის განხორციელებას ვაპირებთ. 8-9 ივნისს კი ნატახტარის კიტრს, პომიდორს და სანებოს ქარხნული ყველის რეალიზაციებს შევუწყობთ ხელს და მომხმარებელს მათი დაგემოვნების საშუალებასაც მივცემთ." - განაცხადა „გუდვილის" დირექტორმა ირინა ქოსაშვილმა.