დღეს 7 ივნისს, 11:00 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილი ვაკანტურია 2013 წლის იანვრიდან. მანამდე 2010 წლიდან აღნიშნულ თანამდებობას მაია სიდამონიძე იკავებდა.