6 ივნისს 14 საათზე მარნეულში უკრაინული სუპერმარკეტების ქსელის ,,ფურშეტი''-ს ახალი ობიექტი იხსნება. პირველი სუპერმარკეტი ,,ფურშეტ ჯორჯიამ'' თბილისში ნოემბერში გახსნა ქეთევან წამებულის გამზირზე, ,,ისნის'' ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულერულობა.
"ფურშეტ ჯორჯია" მომხმარებელმა უკვე გაიცნო ფართო ასორტიმენტით, დაბალი ფასებით, ყოველკვირეული აქციებითა და საკუთარი წარმოების პროდუქტით. ეს ყველაფერი 6 ივნისიდან ხელმისაწვდომი იქნება მარნეულშიც. მნიშვნელოვანია, რომ მარნეულის "ფურშეტ-ჯორჯიას" სამი ათეული თანამშრომლების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა.
უახლოეს მომავალში იგეგმება ფურშეტ-ჯორჯიას ქსელის გაფართოვება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
"ფურშეტთან" თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით, რადგან "ფურშეტის" უკრაინაში არსებულ 115-ვე სუპერმარკეტში პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ პრეზენტაბელურ, ხარისხიან პროდუქციას.