რეკონსქტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) "საქართველოს ბანკს" დაფინანსებას გამოუყოფს.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ბანკიდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხზე, 5 ივნისს, 12:00 სთ-ზე "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში, გაგარინის 29ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან) პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და ევროპის რეკონსქტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვეთსა და ბელორუსში ბრუნო ბალავანერა გაუძღვებიან.