„ბიზნესფორუმი „აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო 2013" შემოდგომაზე საქართველოში, ბათუმში გაიმართება", ამის შესახებ ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ოსმან ჩაიშქანმა განაცხადა. აღნიშნული, გადაწყვეტილება 25 მაისს ბაქოში გამართული აზერბაიჯანი-თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის შემდეგ მიიღეს, რომელსაც ამ ქვეყნების მთავრობის წარმომადგენელები და 300-მდე ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ფორუმის მიმდინარეობს დროს სამივე ქვეყნის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები მოაწყეს საკუთარი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
აჭარის რეგიონის საინივესტიციო შესაძლებლობები ფორუმზე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ წარმოადგინა. განსაკუთრებული დანტერესება ტურიზმის გარდა, ტექსტილისა და ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა გამოიწვია. ამ შესაძლებლობების ფართო წარმოჩენა და მათი გაცნობა ბათუმში ამ შემოდგომაზე მოხდება, რაც მის მზარდ განვითარებას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს,"-აცახადებს ჩალიშქანი.
როგორც ფორუმზე აღინიშნა, მიმდინარე წელს საქართველოში, ორი მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციას ელოდებიან, ძირითადად თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.