1 ივნისიდან „ვისოლი" ერთგულ მომხმარებელს „უნიქარდით" ბონუს ქულების დაგროვებას უკვე გაზ გასამართ სადგურებზეც შესთავაზობს. ამიერიდან, ყველაზე ეკონომიკური და ეკოლოგიურად სუფთა საწვავის შეძენასთან ერთად, მომხმარებელს საშუალება ექნება დააგროვოს „უნიქარდის" ქულები და მიიღოს საჩუქრები. როგორც დღეს, „ვისოლისა" და „უნიქარდის" წარმომადგენლებმა განმარტეს, ახალი შეთავაზებით, ორივე კომპანიის კლიენტურა კმაყოფილი დარჩება.
„ვისოლი" მუდმივად ზრუნავს ერთგული მომხმარებლის წახალისებასა და კმაყოფილებაზე არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მომსახურების მიწოდებით, არამედ დამატებითი სარგებლის შეთავაზებით. ამიერიდან „ვისოლის" ერთგულ მომხმარებელს უკვე „ვისოლის" გაზ გასამართ სადგურებზეც ექნებათ „უნიქარდით" ბონუს ქულების დაგროვების საშუალება და ჩვენ ერთად უკეთ შევძლებთ მათი სურვილების ასრულებას"- განმარტა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.
„უნიქარდის" პარტნიორებს დაემატა „ვისოლის" გაზ გასამართი სადგურებიც. ჩვენ კომპანია „ვისოლთან" უკვე 3 წელია რაც ვთანამშრომლობთ. აქამდე ვთანამშრომლობდით მხოლოდ ბენზოგასამართი სადგურების მიმართულებით, თუმცა ამიერიდან ვითანამშრომლებთ გაზ გასამართი სადგურების მიმართულებითაც. კომპანია „ვისოლი" ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით და მომხმარებელი მაღალი ხარისხის გარდა მიიღებენ დაგროვებით ქულებს, რაც კომპანიის მიმართ ლოიალობას გაზრდის" განაცხადა „უნიქარდის" ხელმძღვანელმა ბესო აბულაძემ
როგორც ცნობილია, „ვისოლი" "უნიქარდის" ექსკლუზური პარტნიორი 2010 წლის აპრილიდან გახდა და დღემდე „უნიქარდის" დაგროვებითი ბარათის მფლობელთა შორის ვისოლის ქსელში რეალიზებული საწვავის შესყიდვა ბონუს ქულების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და სწრაფი საშუალებაა.
„უნიქარდი" უნივერსალური დაგროვებითი ბარათია. ქულების დაგროვება შესაძლებელია სავაჭრო და მომსახურების სფეროს 1000-ზე მეტ ობიექტში. „ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანია „სმარტში" „უნიქარდით" არა მხოლოდ ბონუს ქულების დაგროვება, არამედ ქულებით ნებისმერი პროდუქტის შესყიდვაა შესაძლებელი.
„ვისოლს" ბრენდირებული გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. „ვისოლის" გაზ გასამართი სადგურები წარმატებით ფუნქციონირებენ თბილისში, გორში, ბორჯომში, ბათუმში, თელავში, ხაშურში, ზესთაფონსა და საჩხერეში.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოში, რომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ავტომობილების გამართვა, როგორც ბენზინითა და დიზელით, ისე შეკუმშული ბუნებრივი გაზით. კომპანია „ვისოლი" მომხმარებელს შეკუმშულ გაზს 2007 წლის სექტემბიდან სთავაზობს.