სუპერმარკეტი „სმარტი" ხორცპროდუქტების ასორტიმენტს ზრდის და მომხმარებელს ხარისხის კონტროლის ევროპული სტანდარტების დაცვით, 150 - მდე დასახელების საქონლის, ხბოს და ღორის ცოცხალ ხორცს, ნახევარფაბრიკატსა და მზა კერძს შესთავაზებს.
„სმარტში" ერთგული მომხმარებლებისათვის, უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტების შესათავაზებლად ხორცი ხარისხის კონტროლის რამდენიმე საფეხურს გადის და წარმოების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის სრული ციკლის მანძილზე მოწმდება. ამას გარდა, „სმარტის" ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები და ეტიკეტირების სისტემა ხარისხის დამატებით გარანტიებს ქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანია და ხაზგასმულია ის გარემოება, რომ „სმარტი" იმპორტირებული, გაყინული ხორცის რეალიზაციას არ ახორციელებს და ცოცხალი ხორცის მომწოდებლების შერჩევას მხოლოდ სპეციალური აუდიტის საფუძველზე ახდენს. ჩვენ მხოლოდ იმ ქართულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც ხორცის წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს მკაცრად იცავენ"- აღნიშნა „სმარტის" სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი გიორგი გირმისაშვილი.
ხარისხის კონტროლის ექსპერტის ქეთევან დადიანის განმარტებით, „სმარტში" ხარისხიანი ხორცპროდუქტები იყიდება.
„როგორც თავად დარწმუნდით, და გაეცანით „სმარტის" სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის საქმიანობას, ნამდვილად იძლევა იმის საფუძველს, რომ დავასკვნათ, რომ „სმარტში" ნამდვილად დაცულია ხორცისა და ხორცპროდუქტების ხარისხის კონტროლი, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები. „სმარტში" მაქსიმალურადაა ასევე დაცული ხორცისა და ხორცის პროდუქტების უვნებლობის უზრუნველმყოფი თანამედროვე სისტემებისა და პროგარამების დანერგვასთან აუცილებელი პროცედურები. ეს ყველაფერი კი აძლევს მომხმარებელს უფრო მეტ გარანტიას, რომ „სმარტის" სუპერმარკეტებში შეიძინოს სათანადო ხარისხისა და უვნებელი პროდუქტი"- განმარტა ქეთევან დადიანმა.
„სმარტის" მენეჯმენტის განმარტებით, „სმარტი" საქონლის, ხბოს და ღორის ცოცხალი ხორცის გარდა მომხმარებელს უგემრიელეს ნახევარფაბრიკატებსა და მზა კერძებს სთავაზობს. ღორის შებოლილი კისერი, „ბუჟენინა" უკრაინულად, „ბუჟეჟინა" აჯიკით, ღორის ხორცის რულეტი ბოსტნეულით, ქაბაბი, აბხაზურა, კუპატი მეგრულად, საქონლის ხორცის კუპატი, ღორის ხორცის „ბასტურმა", ღორის სუკის „ბასტურმა",ღორის სუკის „ბასტურმა" ბადექონში და ხბოს ხორცის ბასტურმა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ხორცპროდუქტებისა, რაც „სმარტში" მისაღებ ფასად იყიდება. ამას გარდა, ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით, „სმარტში" მაყალს, წამალსა და პიკნიკისათვის სხვა საჭირო ატრიბუტიკასაც იპოვით.
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.