უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-აპრილში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 247 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 214 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 10 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 117 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები