ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას ქუთაისის საქალქო სასამართლოსათვის აღმკვეთი პროცესების ღონისძიების მოთხვონით ამ დრომდე არ მიუმართავს.
მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი არ გამორიცხავს რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული თანამდებობის პირების ბრალეულობა დღეს განიხილოს.
„48 საათი აქვს პროკურატურას იმისათვის რომ სასამართლოს ბრალის წაყენების შესახებ მიმართოს, ხოლო ამის შემდეგ სამსამართლომ აღმკვეთი საკითხი 24 საათში უნდა განიხილოს. ამიტომ არ არის გამორიცხული რომ სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღის ბოლომდე დაინიშნოს" განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი მოწმის სახით გუშინ დაიბარა და რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ისინი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.