31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდიის ჯგუფის წევრი ქვეყნების ყოველწლიურ შეხვედრას (Constituency Meeting) მასპინძლობენ.
აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას ჯგუფის წევრი ქვეყნების (ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, სომხეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მიიღებენ.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორები განმარტავენ, აღნიშნული რანგის შეხვედრა შესაძლებლობას აძლევს ჯგუფის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს განიხილონ სხვადასხვა საფინანსო თემები კერძოდ, განვითარების, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხები. ასევე შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მაგალითებზე ერთმანეთს გაუზიარონ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება.