2013 წლის აპრილის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 739 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.4% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.6% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 1.083 დონეზე დაფიქსირდა.
ა.წ. აპრილში ზრდა დაფიქსირდა როგორც წინა თვესთან (9.1%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან
(16.2%-ით) შედარებით. 2013 წლის აპრილის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 9.9%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 9.5%-ით შემცირდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 14.4%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 93.3%-ით.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 1.075 და 1.354 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. აპრილის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 614 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 55.2%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 932 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 40.8%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 172 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 14 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 5 სააქციო საზოგადოება, 1 კოოპერატივი და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება