აშშ-ს ჯორჯიას შტატში მცხოვრებმა კლიფ კლუჯმა eBay-ზე გასაყიდად 1943 წლით დათარიღებული დოკუმენტი გამოიტანა, რომელიც სავარაუდოდ Coca-Cola-ს დამზადების რეცეპტს წარმოადგენს. აღნიშნული ლოტის ღირებულება 5 მლნ დოლარიდან იწყება, თუმცა აუქციონის გარეშე მისი ყიდვა 15 მლნ დოლარად არის შესაძლებელი.
კლიფ კლუჯის განცხადებით, მან ანტიკვარიატის მაღაზიაში რამდენიმე მცირე ზომის ყუთი იყიდა, რომელშიც პირადი წერილები იყო მოთავსებული. სწორედ ერთ-ერთი წერილი დათარიღებულია 1943 წლით და მასში სასმელის დამზადების რეცეპტია აღნიშნული.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს Coca-Cola-ს კომპანიამ ერთ-ერთ ექსპერტს შესასწავლად რეცეპტი გაუგზავნა, რათა დეფიციტური ინგრედიენტები შეეცვალა.
Coca-Cola-ს წარმომადგენელთა განცხადებით შესაძლოა ეს სწორედ მსოფლიოში პოპულარული სასმელის Coca-Cola-ს რეცეპტი იყოს, თუმცა მათივე თქმითб მხოლოდ რეცეპტი არ არის საკმარისი მის დასამზადებლად.
ცნობისათვის 2011 წელს Coca-Cola-ს ხელნაწერი რეცეპტი ეროვნული ბანკის საცავში გადაიტანეს, მანამდე კი ის 1925 წლიდან „კოკა-კოლა მსოფლიოსთვის" ატლანტის მუზეუმში ინახებოდა.