საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4 483,8 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2011 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 14 ათასი კაცით, ანუ 0,3%-ით ჩამორჩება.
ქვეყნის მოსახლეობის 52%-ს (2 345,0 ათასი კაცი) ქალები, ხოლო 48%-ს (2 138,8 ათასი კაცი) მამაკაცები შეადგენენ.
2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, კერძოდ 26,1% - თბილისში ცხოვრობს, მას მოჰყვება: იმერეთი (16%), ქვემო ქართლი (11%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (11%), კახეთი (9%), აჭარა (9%), შიდა ქართლი (7%) და ა.შ. 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით, მოსახლეობის რიცხოვნობის მატება აღინიშნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 0,1%-ით.
მასალის გამოყენების პირობები