დღეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პრესკონფერენცია მოეწყო. საავადმყოფოს დირექტორი გიორგი გიორგაძე და წამყვანი სპეციალისტები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და შეაჯამეს საავადმყოფოს სამუშაო პერიოდი გახსნის დღიდან დღემდე, ასევე ისაუბრეს საავადმყოფოში არსებულ სამედიცინო სერვისებზე.
როგორც სააგენტოებთან საუბრისას საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ აჭარაში თეძოს არტერიის სტენტირების პირველი წარმატებული მაგალითი დაფიქსირდა, რომელიც სწორედ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ჩატარდა.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფო გათვლილია 110 საწოლზე. პალატები, საოპერაციო ბლოკები, რეანიმაციები, ლაბორატორიები - აღაჭურვილია უახლესი აპარატურით და შეესაბამება საერაშორისო სტანდარტებს. გახსნის დღიდან დღემდე საავადმყოფომ 18 034 პაციენტს გაუწია სამედიცინო მომსახურება.
მასალის გამოყენების პირობები