ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშით, ფრინველის გრიპის სახეობა H7N9, რომელიც ჩინეთშია გავრცელებული, ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ლონდონში გამარულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ფრინველის ვირუსი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. დაფიქსირებული შემთხვევების მიხედვით, დაავადებულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და შესაძლოა ფრინველის გრიპი H7N9 სულ მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.
წინასწარი მონაცემებით, ჩინეთში ფრინველის გრიპით H7N9-ით 127 ადამიანი დაავადდა მათგან 26 კი უკვე გარდაიცვალა.